ისრაელი და სუდანი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმაზე.

ამ კვირაში ტრამპის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, სუდანი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორის სიიდან ამოეღო, შეთანხმებისთვის ნიადაგი შეამზადა.

შეთანხმების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი და სუდანი გეგმავენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას, თავდაპირველად სოფლის მეურნეობაზე ფოკუსირებით.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ კიდევ, სულ მცირე, ხუთ სხვა ქვეყანას უნდა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება.

"გგონია, მძინარე ჯო ამ შეთანხმებას მიაღწევდა?" - ჰკითხა ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ნეთანიაჰუმ მიუგო, რომ მშვიდობის მიღწევისთვის დახმარებას აშშ-ში ყველასგან აფასებს.

19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.