ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 674 ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით, AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 674 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის გასაკეთებლად კი უკვე 5 250 ბენეფიციარი დარეგისტრირდა.