იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 6:09 საათზე მოხდა.