მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გვატემალას საზღვართან სამ სატვირთო ტრაილერში 329 მიგრანტი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მექსიკის მიგრაციის აგენტებმა და ეროვნული გვარდიის პოლიციამ განაცხადეს, რომ მათ სატვირთო მანქანები ჩვეულებრივი შემოწმების მიზნით გააჩერეს. ამ დროს კი აღმოაჩინეს 329 მიგრანტი, მათ შორის 114 არასრულწლოვანია.
როგორც ცნობილია, სრულწლოვნები დაკითხვაზე, არასრულწლოვნები კი მიგრანტთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი, მექსიკის გავლით, აშშ-ში ჩასვლას გეგმავდნენ.