პაკისტანის პრემიერ-მინისტრს იმრან ხანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ, ინფორმაციას, პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი ვაქცინის გაკეთებიდან ორ დღეში გამოუვლინდა.
ის ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება.
BBC-ის ცნობით, ბოლო დღეებში, პაკისტანში კორონავირუსული ინფექციების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.