ტოკიოს დაგვიანებულ ოლიმპიადასა და პარაოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ზაფხულში ჩატარდება, უცხოელი გულშემატკივრები არ დაიშვებიან. ამის შესახებ ოლიმპიადის ორგანიზატორმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.
ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის, ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობის, "ტოკიო 2020-ის" საორგანიზაციო კომიტეტისა და იაპონიის მთავრობის შეხვედრების შემდეგ გაკეთდა.
ცნობისთვის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ოლიმპიადა წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.