ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე დაამარცხა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვებას ულოცავს.

"გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაური, “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში წარმატებას უსურვებს.

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.