პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღნიშნული ჯილდო იაგლანდის რუსეთის ფედერაციასა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადასცეს.

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსეთის ფედერაციასა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის - ტორნბიორნ იაგლანდის მეგობრობის ორდენით დაჯილდოვების შესახებ. გულითადად გილოცავთ, ტორნბიორნ იაგლანდ" - ამის შესახებ ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი Twitter-ზე წერს.

მედიის ცნობით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე ყოფნის დროს, ტორბიორნ იაგლანდი არაერთხელ დაადანაშაულეს პრორუსულ სიმპათიებში. კერძოდ, ის მხარს უჭერდა ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.