პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მეგი ბაქრაძე, რომელიც კოვიდის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, თბილისში ჩამოყვანის დროს ცოცხალი იყო.
ტურძელაძემ აღნიშნული განცხადებით, გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრების ბრალდებას უპასუხა. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, მეგი ტურძელაძე ვაქცინის გაკეთებიდან მალევე, ახალციხეში გარდაიცვალა.
"ცოცხალი იყო შემოყვანის დროს, გული მუშაობდა, აპარატზე იყო შეერთებული და მეორე დღეს, 12 საათზე გულმა ფუნქციონირება შეწყვიტა,"- განაცხადა "რუსთავი2"-ს ლალი ტურძელაძემ.
მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.