თურქეთის მიერ ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის დატოვებას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი დამაზიანებელს უწოდებს.
„სტამბოლის კონვენცია მოიცავს ევროპის 34 ქვეყანას და განიხილება როგორც საერთაშორისო ძალისხმევის ოქროს სტანდარტი, ძალადობისგან ქალებისა და გოგოების დასაცავად, რომლის წინაშეც ისინი ყოველდღიურად არიან ჩვენს საზოგადოებაში.
ეს არის უზარმაზარი დარტყმა ამ მცდელობებზე და მით უფრო დასანანია, რადგან ეს ასევე ეხება ქალთა უფლებების დაცვას თურქეთში, მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.
თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია დატოვა.