კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი აცხადებს, რომ ზაფხულის შემდეგ კორონავირუსის გამო, კარანტინი საჭირო აღარ იქნება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
შაჰინი ამბობს, რომ იქნება მცირე კოვიდაფეთქებები, მუტაციები, თუმცა ეს ისეთი მასშტაბების აღარ იქნება.
აღსანიშნავია, რომ BioNTech პირველი კომპანიაა, რომელმაც Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.
„ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში ჩვენ ზაფხულის მიწურულიდან დიდი ალბათობით კარანტინი აღარ დაგვჭირდება. სავარაუდოდ, იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ“, - განაცხადა შაჰინმა.