ავსტრალიური ავიაკომპანიის Qantas ხელმძღვანელმა ალან ჯოისმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიებმა სავალდებულო უნდა გახადონ მგზავრთა ვაქცინაცია და მხოლოდ იმ მგზავრებს მოემსახურონ, რომელთაც იმუნიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯოისის თქმით, ვაქცინაცია გადამწყვეტია იმ ინდუსტრიის აღორძინებისთვის, რომელსაც გასულ წელს მგზავრთა რაოდენობა 75,6%-ით შეუმცირდა.
„ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს შესანიშნავი იდეაა - ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების 90% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით უნდა მოქმედებდეს.
ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე“ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.