ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში ჩავიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიასაშუალებაზე დაყრნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ელჩის ჩასვლის შემდეგ იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა აშშ-რუსეთის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია.

ცნობისთვის, აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.

ამასთანავე, კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა.

ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში დაიბარეს.