აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ანატოლი ანტონოვი რუსეთში დაიბარეს რომ „რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ანალიზზე კონსულტაციების გაიმართოს.“
"ახალი ამერიკული ადმინისტრაცია ხელისუფლებაში უკვე ორი თვეა, ახლოსაა სიმბოლური 100 დღეც, და ეს კარგი მოტივია შეფასდეს, რა გამოსდის ჯო ბაიდენის გუნდს და რა - არა. ჩვენთვის კი მთავარია, გაირკვეს, რა გზები არსებობს რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორებისთვის, რომელიც ახლა რთულ მდგომარეობაშია", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
ცნობისთვის, აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა.
ამასთანავე, კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა