ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვა სადაო რეგულაციების მოხსას ითხოვენ.

,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი სალომე ხვადაგიანის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები თუ რა შემთხვევაში შეიძლება დამძიმდეს, შეიცვალოს, ან შერბილდეს შეზღუდვები, ჩვენ ქვეყანაში კი ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს.

,,თავისუფლების ინსტიტუტი” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს კოლექტიურ სარჩელს ,,ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”. ვაპროტესტებთ მთელ რიგ სადავო ნორმებს, როგორც ადმინისტრაციული კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვაპროტესტებთ მუხლებს, რომლის მიხედვით, პარლამენტმა გადასცა მთლიანი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა მთავრობამ. ნებისმიერ ქვეყანაში განსაზღვრული უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც შეიძლება დამძიმდეს შეზღუდვები, შეიცვალოს, ან შერბილდეს. ჩვენ ასეთი კრიტერიუმები არ გვაქვს. მაგალითად გერმანიაში, ეს ინფიცირებულთა რაოდენობაზე არის დამოკიდებული”, - განაცხადა ხვადაგიანმა.