პრემიერ-მინისტრი: ვულოცავ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს, დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობა.

„მინდა, ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას.

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“ უდგას გარანტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.