საწვავი ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე 7 პირი დააკავეს

საწვავი ფასის გასაპროტესტებელ აქციაზე სამართალდამცველებმა 7 პირი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცნობილია, მოქალაქეები სამანქანო გზის ნაწილზე ცდილობდნენ გადასვლას, თუმცა სამართლადაცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის გამოც, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო.

დაკავებულები ამბობენ, რომ მათ 200-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. ყველა მათგანი უკვე თავისუფალია.