დიდ ბრიტანეთში, ოქტომბრის შემდეგ, კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემით, იანვარსა და თებერვალში 1000 ასეთი ყოველდღიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 33-ს შეადგენს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
4.4%-ით იკლო ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამაც და ბოლო 7 დღის განმავლობაში 38,145 შეადგინა.
ჯამში, დიდ ბრიტანეთში კოვიდვაქცინის ერთი დოზა 27.6 მილიონმა გაიკეთა, ორი დოზით კი 2.3 მილიონი აიცრა.