საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს:
„მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ Facebook - ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალასა და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო“.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, დღეს გამოქვეყნდა მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღის მისალოცი ტექსტი, რომელსაც თან რუსი სამხედროს ფოტო ჰქონდა დართული. პოსტი გვერდიდან მალევე წაიშალა.