ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არ არის, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს გაუნაწილოს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ლაიენის თქმით, ბლოკის გარეთ ვაქცინების გატანა იმ დრომდე არ მოხდება, ვიდრე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკეთესი წარმოება არ იქნება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Covax პლატფორმის ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების ხელმისაწვდომობას.
ევროკავშირის მწარმოებლებმა მსოფლიოს 33 ქვეყანაში 41 მილიონი დოზა ვაქცინა გაიტანეს, რის გამოც ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.