ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ

ვაშლიჯვრის ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესასწავლად საქართველოში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოვიდნენ.

ექსპერტები პროექტირებისა და მოდელირების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვეტენ, როგორ გადაჭრან პრობლემა.

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყრული პროცესები გააქტიურდა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. გეოლოგები, სპეციალური აღჭურვილობით ამ წუთებშიც აკვირდებიან ბუნებრივ პროცესებს. უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტილია საავტომობილო და საფეხმავლო გზა.