აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ, რომელშიც 21 583-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა 79%-ით ეფექტურია სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, ხოლო მძიმე ან კრიტიკული დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია.

ამასთან, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არ იწვევს თრომბს. კვლევაში მონაწილე მოხალისეების ერთი მეხუთედი 65 წელს გადაცილებული იყო. ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ, მათ