თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომ 26 მარტს უნდა მიიღოს.
ცერცვაძის ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინის 30 000 დოზა შემოვა ქვეყანაში.
,,Pfizer-ზე რამდენადაც ვიცი, 26 მარტს უნდა ჩამოვიდეს 30 000 დოზა. ჩვენ მოვახერხეთ ეს პერიოდი სტაბილიზაცია. ბოლო ორი თვის განმავლობაში არის სტაბილურად დაბალი მაჩვენებლები. ამის შენარჩუნება შესაძლებელია, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა ვაქცინა და ახლახან დავიწყეთ ვაქცინაცია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავარიდოთ ტემპი და რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია. ამისი ყველა პირობა არის, გვაქვს 40 000-ზე მეტი დოზა, 26-ში შემოდის კიდევ 30 000 დოზა და დაგეგმილია ვაქცინის უწყვეტი მოწოდება. მთავარია, ადამიანებმა მოინდომონ, უპირველესად, ექიმებმა, დაძლიონ სკეპტიციზმი და ხელი შეგვიწყონ, რომ ჩავატაროთ მაქსიმალური ვაქცინაცია ისე, რომ წლის ბოლომდე აცრილი იყოს მოსახლეობის 60-65%", - განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველომ Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო. 15 მარტს კი ვაქცინაცია დაიწო.