საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
მინისტრის განცხადებით, ახალციხის სამედიცინო დაწესებულებას რეანიმაციული განყოფილება აქვს და ყველა ყველა საჭირო დახმარება იყო უზრუნველყოფილი.
„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც გააჩნია რეანიმაციული განყოფილება. შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.