შარლ მიშელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროსაბჭოს 25 და 26 მარტის შეხვედრის გათვალისწინებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტებმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს.

სატელეფონო საუბრისას, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაბალ დონეზეა. ასევე, დაადასტურა ევროკავშირის მიდგომა ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის მიმართ, რომელიც ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს ეფუძნება.

"ამჟამად, ბევრ საკითხში უთანხმოება არსებობს.

ევროკავშირის თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობამ შეიძლება სხვა მიმართულება მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული წინსვლა იქნება ისეთ საკითხებში, როგორიცაა მინსკის შეთანხმებების განხორციელება, წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული და კიბერშეტევების შეჩერება და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ალექსეი ნავალნის საქმეზე.

შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის ხელისუფლებისადმი ევროკავშირის მოწოდება, გაათავისუფლონ ნავალნი და გამჭვირვალედ გამოიძიონ მისი მკვლელობის მცდელობა.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიაზე, ვაქცინებზე, რეგიონიულ და გლობალურ თემებზე", - ნათქვამია ევროპული საბჭო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.