“დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა მძევლების უსაფრთხოდ გამოშვება” – ამის შესახებ სამხედრო მოსამსახურემ თემურ ხვიბლიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შს სამინისტრო მისით არ დაინტერესებულა.
საქმე ეხება ცილისწამებას, რომლის საფუძველზეც დავით ხვიბლიანი, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის თავდასხმაში თანამონაწილედ დასახელდა.
თემურ ხვიბლიანი ბოდიშის მოხდას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ სამართლებრივ გზებს მიმართავს.
“ის ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა კონკრეტული პირებისა თუ ტელევიზიების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცილისწამება, ცრუ ბრალდება, ასევე ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში, ისიც, რომ თანამზრახველად თურმე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი მყოლია, ვიმეორებ და ვაკონკრეტებ, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში, გვერდებზე, რამაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეს შემეხო პირადად მე” – განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.
ამასთან, თემურ ხვიბლიანმა ისაუბრა, როგორ აღმოჩნდა დავით ხვიბლიანი 21 ოქტომბერს ბანკში.
“კიდევ ვაცხადებ, პირდადად მეამაყება დავით ხვიბლიანი. ის სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში, არ იმყოფებოდა თვითდათხოვნაში, იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე, რომელმაც მიიღო სმს შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ადგა ჩავიდა ბანკში, გარკვეულ დროში შემოვარდა მძარცველი, ისიც მოყვა მძევალთა რიგებში. დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად ჯანმრთელები და ცოხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცრაღაც ქმედებები ბრალდება სხვადასხვა პიროვნებებს, სინამდვილეში, ლომის წვლილი მიუძღვის დავით ხვიბლიანს მძევლების უსაფრთხოდ გამოსვლაში” – აცხადებს ხვიბლიანი.
ხვიბლიანი აცხადებს, რომ შსს-ს მისთვის არცერთი კითხვა არ დაუსვამს.
“მე როგორც სამხედრო მოსამსახურე წლებია ვმსახურობ შეიარაღებულ ძალებში, ამ ფაქტის განხილვა, განსჯა, მიმინდვია ჩემი თანამებრძოლებისთვის, ვისთან ერთადაც ვმსახურობ, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ. და კიდევ რბილად რომ ვთქვათ, მოვითხოვ, ბოდიშის მოხდასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ” – დასძინა ხვიბლიანმა.
ცნობისთვის: 21 ოქტომბეს ზოგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული ბოროტმოქმედი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. 24 ოქტომბრის მდგომარეობით, მძევლები თავისუფლები არიან, თავისუფალია ბოროტმოქმედი, ნახევარი მილიონი კი გატაცებულია. 22 ოქტომბერს შს მინისტრმა დააზუსტა, რომ მძარცველს სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი თანხა გადასცეს.