შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა "ქალთა ლიდერობის განვითარების" შესახებ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ავრცელებს.
"სწავლება მიზნად ისახავდა სამართალდამცველ ქალთა ლიდერობის უნარების განვითარებას, ასევე, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციისა და სწავლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ლიდერობის სტილის გაუმჯობესება, კომუნიკაციის სტილის დახვეწა და ორგანიზაციული შეცდომების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
აღნიშნული სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით და აშშ-ის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.