ტიერი ბრეტონი: ევროკავშირს არ სჭირდება რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V

"ევროკავშირს არ სჭირდება COVID-19-ის რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V", - ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის შიდა ბაზრის საკითხების კომისიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებლის ვაქცინების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი სიტყვებით, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ევროკავშირს უკვე დამტკიცებული ოთხი ვაქცინაც ეყოფა.

”დღეს ჩვენ აშკარად გვაქვს შესაძლებლობა, ივნისის ბოლოს, ვაქცინების 300-დან 350 მილიონამდე დოზა მივიღოთ. შესაბამისად, 14 ივლისისთვის ... ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ იმუნიტეტს მთელ კონტინენტზე”, - განაცხადა ბრეტონმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირი რუსეთს Sputnik V-ის წარმოებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ პრიორიტეტი ევროპელებს უნდა მიანიჭო.