შარლ მიშელი აცხადებს, რომ დანიელსონი შუამავლად თბილისში ბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს.

როგორ მიშელი აცხადებს, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის, დროა კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა.

,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.