"პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უძღვება, გრძელდება.
„კვლავ მსურს განვაცხადო, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერმა ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. საჭირო კომპრომისებზე უნდა წავიდნენ და ყურადღება სასწრაფო საკითხებზე უნდა გაამახვილონ, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.