ლიეტუვის პრეზიდენტმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ამის ამსახველი ფოტო მან Twitter-ზე გამოქვეყნა.

"დღეს AstraZeneca-ს ვაქცინა გავიკეთე. AstraZeneca, როგორც EMA-ს, ევროკავშირისა და ლიტვის მიერ დამტკიცებული ოთხივე ვაქცინა, უსაფრთხო და ეფექტურია. მეცნიერებას ვენდობი.", - წერს პრეზიდენტი.