საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის გადაწყვეტილებას, დანიელსონის საქართველოში დაბრუნების თაობაზე, Twitter-ზე ეხმიანება.
"მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.