ამირან გამყრელიძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე: ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას

"როგორც მე განვიცდი ამ შემთხვევას, არ მგონია, ვინმე სხვა განიცდიდეს. ექიმები სხვანაირად განვიცდით ამას", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ყოველთვის ნებაყოფლობითად დარჩება.

"ვაქცინაცია უნდა იყოს დღეს ზესახელმწიფოებრივი საკითხი იმიტომ, რომ ვაქცინაციაზე გადის მსოფლიოში პანდემიის და ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხება. ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს, დიდხანს დაგვჭირდება პირბადის ტარება და სხვა შეზღუდვები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.