აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრუდლება, მისი მეტოქე ჯოზეფ ბაიდენი კივირუსთან დაკავშირებული საფრთხის გაზვიადებით ამერიკელების დაშინებას ცდილობს.
„ჩვენ ამ პანდემიის დასრულებას სწრაფად ვგეგმავთ. ბაიდენი და მისი „დემოკრატი“ მოკავშირეები ვირუსის საფრთხის გაზვიადებით ხალხის დაშინებას ცდილობენ,“- აღნიშნა ტრამპმა ფლორიდაში ამომჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
მოგვიანებით მან მხარდამჭერებთან გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები არის არჩევანი ქვეყნის „სწრაფი ტემპით ზრდასა და პანდემიას შორის“.
ცნობისათვის, გუშინ გამართული საპრეზიდენტო დებატების დროს აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ბაიდენმა განაცხადა, რომ წელს შეერთებულ შტატებს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.