ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები დაუწესა

30 წლის შემდეგ, ევროკავშირმა ჩინეთს, სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები უკანასკნელად 1989 წელს, ტიანანმენის მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დახვრეტის გამო დაუწესა. მაშინ ევროპამ პეკინისთვის იარაღის მიწოდება აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად სანქციები დაუწესეს სინძიანგის მაღალი რანგის ოთხ პირს და ერთ ორგანიზაციას.

ევროკავშირთან კოორდინაციით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და კანადამ. ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დასავლური ქვეყნებს მიერ პეკინის წინააღმდეგ ერთობლივად კოორდინირებული პირველი ქმედებაა.