ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
"კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება, რათა გააგრძელოს შუამავლობა ყველა მონაწილე მხარესთან", - წერს შარლ მიშელი.