პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სოფელ ხურვალეთში გარდაცვლილი დათა ვანიშვილი “სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე განიხილეს. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია, 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.