კელი დეგნანი: სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს

"სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახალხო დამცველთან ნინო კომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა. სახალხო დამცველის აპარატი ძლიერი დემოკრატიის არსებით ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს იცავს. ძალიან შევშფოთდი, როდესაც შევიტყვე სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ. სიძულვილის ენა მომწამვლელია, განსაკუთრებით ისეთი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებისათვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

სახალხო დამცველის აპარატი დიდ როლს ასრულებს საჯარო მოხელეების ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც. ეს ის არის, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება - მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი გამჭვირვალობა და ნაკლები სიძულვილის ენა და თავდასხმები“, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა შეხვედრის შემდეგ.

სახალხო დამცველი აშშ-ის ელჩს შეხვდა.