აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე დღეს მოსმენა გაიმართება. ინფორმაცია აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში - ამ საკითხზე მოსმენა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართება.
ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინია.
სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.