COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 528 ადამიანს დაუდასტურდა. 299 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 296 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR ტესტით.

ვირუსის გავრცელებიდან დრემდე, ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 278 178 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 270 668, გარდაიცვალა 3 714 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.82%.

ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: 265 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 42, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 20, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა - 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 728, აჭარაში - 155, იმერეთში - 276.

მძიმე პაციენტია - 299, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 24, იმერეთში - 70.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 80, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 12.

179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 124 ინფიციებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 203 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 15.

სულ 6 ოქტომბრიდან - 22 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 794 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 660 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 211 პირი, აჭარაში - 636, იმერეთში - 935.