მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაქცინაცია ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელიც საზოგადოების ნორმალურ ყოფას აღადგენს. ამის შესახებ მიტროპოლიტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ არ მიიღონ პრევენციული ზომები, ადამიანთა ავადმყოფობაზე და გარდაცვალებაზე პასუხისმგებლები არიან.
"პანდემია, არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ, არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე", - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი.