ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 53% კორონავირუსის ვაქცინის აცრას არ გაიკეთებდა, აცრას 35% გაიკეთებდა, 12%-ს კი გადაწყვეტილი არა აქვს, პასუხობს, რომ არ იცის.
კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, 48% პასუხობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხსს. 20%-ს კი მიაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიას ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება. გამოკითხულტა 5 პროცენტი კი ვაქცინების წინააღმდეგია.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.