ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა გამოკითხვასთან შედარებით მომატებულია.
გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემოუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია. 37% კი პირიქით თვილის - არ არის ეფექტური.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.