NDI: მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მაჩვენებელი წინა გამოკითხვასთან შედარებით გაუარესებულია.

25% ფიქრობს, რომ საქართველი სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.