კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი.
„იცით, რომ ის ევროპაში ვრცელდება და აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ალბათ ჩვენთანაც რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, ვაქცინები, რაც დღეისთვის ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.