კორონავირუსის ვაქცინით საქართველოში 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი აიცრა

დღევანდელი მდგომარეობით, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია აცრილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე 65 წელს ზემოთ პირებსაც შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის.