ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში: ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია არ ექნება

"ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია არ ექნება", - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ Europetime-ს განუცხადა.

მისი თქმით, უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. მისივე განცახებით, ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება.

"გვსურს გულწრფელი მწუხარება გამოვუცხადოთ მეგის ბაქრაძის ოჯახს და ახლობლებს ამ რთულ მომენტში.

WHO თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ საკითხის მოკვლევის პროცესში და უზრუნველყოფს შეფასებისთვის საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას.

როდესაც ხდება ვაქცინის ავტორიზება WHO- ს მიერ (გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაშვება), მტკიცებულებები მიიღება კონტროლირებული, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შესრულებული კლინიკური კვლევებისგან, რომელშიც ათობით ათასობით მონაწილეა ჩართული.

უკიდურესი რეაქციები ვაქცინაციაზე ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია მაინც დადგეს. ადამიანების უმეტესობას ვაქცინაციის შემდგომ ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან მხოლოდ უმნიშვნელო რეაქციები უვითარდება. თუმცა, ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობას შესაძლოა მაინც განუვითარდეს ალერგიული ან სხვა მწვავე რეაქციები COVID-19 ვაქცინის შემდეგ.

ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის ცნობილი, თუმცა ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ ექნება ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე. ის სარგებელი, რაც ვაქცინას მოაქვს COVID-19–სგან დაცვის კუთხით მრავალჯერადად აღემატება იმ ძალიან მცირე პოტენციურ რისკს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას", - განუცხადა სილვიუ დომენტემ Europetime-ს.