თურქეთში ქართველი ქალი  მოკლეს

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც საქართველოს მოქალაქე და პაკისტანელი კაცი ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი შეიჭრა.

ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.