ეკატერინე ტიკარაძე: უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. თავს კარგად ვგრძნობ

"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. თავს კარგად ვგრძნობ", - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ განაცხადა.

"გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალის მიმართ, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქვა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და ვთვლი, რომ ამ სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია გააჩნია და დარწმუნებული ვარ, ისინი გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და მე ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე საქართველოს ექიმებისთვის. პირველ რიგში კლინიკისთვის, სადაც გავატარე ბევრი წელი, ჩავთვალე საჭიროდ რომ აქ ჩამეტარებინა ვაქცინაცია. ეს იქნებოდა გარკვეულ წილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივაციის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედ.პერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის", - განაცხადა ტიკარაძემ

როგორც ტიკარაძემ განმარტა, ვაქცინაციის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობს.

"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. შეაფასეს ის კითხვარი, რომელსაც მე დეტალურად გავეცი პასუხი. ამ ეტაპისთვის, თავს კარგად ვგრძნობ', - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.