ისრაელში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რიგით მე-4 საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც 12 წლის განმავლობაშია მთავრობის მეთაური, ხელისუფლებაში დარჩენისთვის იბრძვის.
არჩევნებში გამარჯვებული პარტიები მთავრობის დაკომპლექტებას შეეცდებიან, რისთვისაც ქნესეთში 120-დან 61 მანდატის მოპოვება იქნება საჭირო.
როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია "ლიკუდი" ლიდერობს და ის 120 ადგილიან პარლამენტში 30-32 მანდატს მოიპოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება.
ბოლოს საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 2020 წლის 17 სექტემბერს გაიმართა.